Read ძველი თბილისის იშვიათი ამბები by კარაპეტ გრიგორიანცი Online

ძველი თბილისის იშვიათი ამბები

კარაპეტ გრიგორიანცი (1866-1943) ფიროსმანის თანამედროვე თბილისელი თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც წიგნებსაც წერდა და თარგმნიდა. მისი შემოქმედება მივიწყებულია. „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“ სრულად პირველად გამოიცა. წიგნში ასევე პირველადაა თავმოყრილი კარაპეტ გრიგორიანცის დღეისათვის ცნობილი ყველა ნახატი....

Title : ძველი თბილისის იშვიათი ამბები
Author :
Rating :
ISBN : 9789994028689
Format Type : Paperback
Number of Pages : 114 Pages
Status : Available For Download
Last checked : 21 Minutes ago!

ძველი თბილისის იშვიათი ამბები Reviews

  • ვახო ჰიბრის სვანიძე
    2019-02-19 05:55

    ძალიან საინტერესო წიგნია. მართლა ძალიან იშვიათი (დღევანდელი გადმოსახედიდან) და უცნაური ამბებით. ამბებით, რომლებიც რეალური მოცემულობა იყო საუკუნე ნახევრის წინ თბილისში. ქალაქში, სადაც სოლიდური მოქალაქეები იკრიბებოდნენ, პირისპირ დადგებოდნენ და ქვებს ესროდნენ ერთმანეთს, მანამ, სანამ არ დაიღლებოდნენ და ამ უწყინარ გართობას საშუალოდ ორი ათეული ადამიანი მაინც ეწირებოდა ხოლმე. ქალაქი, სადაც ღამეს გარეთ გახვიდოდი და საცვალსაც არ შეგარჩენდნენ, ისე გაგძარცვავდნენ. ქალაქში, სადაც მეცხრამეტე საუკუნეში იყო წითელი ფარნების ქუჩა, ის ქუჩა, რომელზეც ერთი ქართველი ავროტი იტყვის, ამსტერდამში მისი ხილვისას - ნეტა თბილისშიც გვქონდესო. სად იყვნენ ჰოლანდიელები, ჩვენ რო მეძავების ქუჩა გვქონდა.ქალაქი, სადაც მაქსიმუმ 10 პოლიციელი იყო და არც ისინი იწუხებდნენ მანდამაინც თავს.ქალაქი, სადაც იყო ბაზარი, სადაც არაფერი არ უნდა გეყიდა, ან თუ იყიდდი, ფული არ უნდა გამოგეჩინა, თორე რამდენიმე წუთში არცერთი აბაზი აღარ გექნებოდა ჯიბეში და ამისთვის ქურდებს ბევრი გენიალური ხეცხი ჰქონდათ.მოკლედ, თბილისი იყო ქალაქი, რომელიც არ იყო ურთიერთობა.